ინგლისის ქალაქ ლივერპულში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა ერთი მედლით დაასრულა
ბრინჯაოს პრიზიორი 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა გურული გახდა. მან სამი ბრძოლა მოიგო, ნახევარფინალურ შეხვედრაში კი ტრამვის გამო არ გამოცხადდა. გურული ზედიზედ მესამე წელია მსოფლიო პირველობას მედლის გარეშე არ ასრულებს.
