საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი რუსული დრონის მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გმობს
„ასეთი უგუნური ესკალაცია საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს და მჭიდრო კონტაქტი გვაქვს რუმინეთის მთავრობასთან“, – წერს კაია კალასი სოციალურ ქსელში. 13 სექტემბერს რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე ერთმა რუსულმა დრონმა დაარღვია.
