წელს პირველ კლასში 42 ათასამდე მოსწავლემ საჯარო სკოლაში, ხოლო შვიდი ათასამდე მოზარდმა კერძო სკოლაში სწავლა დაიწყო
დღეს თბილისში ორი ახალი სკოლაც გაიხსნა. განათლების მინისტრმა თბილისის 53-ე და 127-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს განახლებულ გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა. ორივე სკოლაში სრულად განახლდა სასწავლო სივრცეები. მოეწყო სპორტული დარბაზები და მოედნები.