დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ერთი ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ერთი ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა, პირადი და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, ბრალდებულის მიერ სხვადასხვა ადგილას სარეალიზაციოდ განთავსებული, 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს. ეს დანაშაულიც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.