ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული
სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, 34 შეკვრად დაფასოებული, 19 კილოგრამი და 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
