სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო - განათლების მინისტრმა მედიასთან კომენტარი გააკეთა
დღეს საქართველოს მასშტაბით, სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველ კლასელთათვის კი პირველი ზარი დაირეკა. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი 53 - ე საჯარო სკოლაში იმყოფება. გივი მიქანაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
