დავით ნინიაშვილმა საფრანგეთის სარაგბო კლუბ „ლა როშელის“ შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრაში ლელო დადო
დავით ნინიაშვილმა საფრანგეთის სარაგბო კლუბ „ლა როშელის“ შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრაში ლელო დადო. ქართველმა მორაგბემ და მისმა თანაგუნდელებმა საკუთარ სტადიონზე „კლერმონი“ 34-16 დაამარცხეს, ნინიაშვილმა კი სტუმართა ჩათვლის მოედანი 78-ე წუთზე აიღო. 23 წლის ქართველი მორაგბე უკანასკნელი წლების განმავლობაში „ლიონში“ ასპარეზობდა „ლა როშელს“ კი წლევანდელი სეზონის დაწყების წინ შეუერთდა.
