რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატი იმართება
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატი იმართება. დღეს მეორე ეტაპი ჩატარდა და პირველი წრის შემდეგ ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ. გამარჯვებული სანდრო ქაჯაია გახდა, რომელმაც მსგავსი დონის ტურნირზე ოქროს მედალი პირველად მოიპოვა. მეორე-მესამე ადგილები კი სანდრო ცხადაძემ და შაკო ციხელაშვილმა გაინაწილეს. ტურნირის დარჩენილი ორი ეტაპი ოქტომბერსა და ნოემბერში ჩატარდება.
