საფრანგეთის მოქმედ პრემიერს წინამორბედზე დაბალი რეიტინგი აქვს
საფრანგეთის მოქმედ პრემიერს წინამორბედზე დაბალი რეიტინგი აქვს. სოციოლოგიური კვლევა „იპსოსმა“ ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, სებასტიან ლაკორნიუს მხარს რესპონდენტთა მხოლოდ 16% უჭერს, მის მიმართ ნეგატიურად გამოკითხულთა 40%-ია განწყობილი, 44% კი ამბობს, რომ მას საკმარისად არ იცნობს. კატასტროფულად არის დაცემული საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგიც. მის მოღვაწეობას პოზიტიურად გამოკითხულთა მხოლოდ 17% აფასებს.
