ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესისგან 58 მილიონი დოლარი გამოითხოვა
ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესისგან 58 მილიონი დოლარი გამოითხოვა. სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, სოლიდური თანხა აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც იუტას შტატში ცნობილი კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი მოკლეს.
