ამერიკის სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში ჩავიდა
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში მარკო რუბიო ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ისრაელში გამგზავრებამდე ამერიკის პირველმა დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები უკმაყოფილოა კატარში „ჰამასის“ ლიდერების წინააღმდეგ ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმით, თუმცა ეს თავდასხმა ვაშინგტონის ისრაელთან მოკავშირის სტატუსს არ შეცვლის.
