მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს საეკლესიო ახალ წელს ზეიმობს
მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს საეკლესიო ახალ წელს ზეიმობს. სამების საკათედრო ტაძარში წირვა საპატრიარქო ტაძრის მოსაყდრემ, ბულგარეთიდან სტუმრად მყოფ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ ანტონთან ერთად აღავლინა, შემდეგ კი საახალწლო პარაკლისი გადაიხადეს. ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. თარიღის აღნიშვნა პირველ მსოფლიო კრებაზე გადაწყდა და რამდენიმე მოვლენამ განაპირობა. მათ შორის სახარების თანახმად ამ დღეს ქრისტემ წინასწარმეტყველის სიტყვები წაიკითხა. ასევე 14 სექტემბერს კონსტანტინე დიდის ერთ-ერთი გამარჯვების შემდეგ ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ.
