საარჩევნო ადმინისტრაციამ მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
საარჩევნო ადმინისტრაციამ მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ცესკოს თავმჯდომარემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა, საარჩევნო პროცესებში მედიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, მედიის ინფორმირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მედია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი საზოგადოების ინფორმირებისთვის. მონაწილეებმა კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესი მიმოიხილეს.
