ეუთო/ოდირი „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილი შეკითხვის პასუხად თავს არიდებს საქართველოზე საუბარს
ეუთო/ოდირი „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილი შეკითხვის პასუხად თავს არიდებს საქართველოზე საუბარს, თუმცა, ადასტურებს, რომ არჩევნების შეფასების მისიებს გზავნის კენჭისყრის დღემდე ორი-სამი კვირით ადრე, მაშინ, როდესაც საქართველოში ჩამოსვლაზე 1 თვით ადრე უარი თქვეს. საერთაშორისო ორგანიზაციას ვკითხეთ, როგორ ახერხებს დროის იგივე მონაკვეთში ჩასვლას ჩეხეთში, სადაც არჩევნები 3 ოქტომბერსაა ჩანიშნული. როგორც მოგვწერეს, „ოდირი“ იყენებს დაკვირვების განსხვავებულ ფორმატებს. 4 ოქტომბრის არჩევნებზე დასასწრებად, საქართველოს ხელისუფლებამ, ეუთო/ოდირს წერილი 6 სექტემბერს გაუგზავნა, 9 სექტემბერს კი ჩამოსვლაზე უარის მიზეზად დროის სიმცირე დაასახელეს. აღსანიშავია, ისიც, რომ 2007 წელს საააკშვილის გადადგომის შემდეგ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისია მოწვევიდან სწორედ 1 თვეში ჩამოვიდა.