სოროსის ფონდთან დაკაშვირებული ოპოზიციონერი აქტივისტი ანანო ცინცაბაძე, თავადვე აღიარებს, რომ სოციალურ ქსელში სიძულვილის ენას იყენებს, რითაც ამაყობს
სოროსის ფონდთან დაკაშვირებული ოპოზიციონერი აქტივისტი ანანო ცინცაბაძე, რომელიც ზიზღისა და სიძულვილის კამპანიით გამოირჩევა, თავადვე აღიარებს, რომ სოციალურ ქსელში სიძულვილის ენას იყენებს, რითაც ამაყობს. გურიაში გამართულ ღონისძიებაზე, ევროკავშირის ელჩი ოპოზიციის აქტივისტებს შეხვდა. სწორედ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე იყო, ანანო ცინცაბაძე. ის აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის ღონისძიებებში და არის „სოლიდარობის ფონდ პიელ საქართველოს“ წევრი, რომელსაც პოლონეთი აფინანსებს. მეორე დღეა ევროკავშირისა და პოლონეთის საელჩოები დუმან და პასუხი არ გაუციათ „ქრონიკის“ შეკითხვაზე, რა კავშირი აქვს პაველ ჰერჩინსკის, ოპოზიციონერ აქტივისტ ანანო ცინცაბაძესთან.
