გენერალური პროკურატურა მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს
გენერალური პროკურატურა მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს, თითქოს პროკურორმა მედიასთან კომენტარის დროს განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გახსნა ვერ მოხერხდა. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, პროკურორმა კომენტარისას ის თქვა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის დათვალიერება ჯერ არ იყო ჩატარებული, რადგან ექსპერტიზაც კი არ იყო დანიშნული და იქვე განმარტა პროცედურა და ტექნიკური დეტალები, რომ ზოგადად „აიფონის“ მოდელის ტელეფონები რიგ შემთხვევაში შესაძლოა გაიხსნას, შესაძლოა ვერ. პროკურორის კომენტარის არასწორი ინტერპრეტაცია, მათივე განცხადებით საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელებას და უწყების დისკრედიტაციას ემსახურება.
