მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს საეკლესიო ახალ წელს ზეიმობს
მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს საეკლესიო ახალ წელს ზეიმობს. სამების საკათედრო ტაძარში წირვა საპატრიარქო ტაძრის მოსაყდრემ, ბულგარეთიდან სტუმრად მყოფ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ ანტონთან ერთად აღავლინა, შემდეგ კი საახალწლო პარაკლისი გადაიხადეს. ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. თარიღის დაწესება პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება და მისი აღნიშვნა რამდენიმე მოვლენამ განაპირობა. ისტორია რომის იმპერიიდან იწყება, ქრისტიანულმა ეკლესიამ კი, რადგან რომაული კალენდარი შეითვისა, ახალ წლად, პირველი სექტემბერი მიიღო. ამასთანავე, სახარების მიხედვით, ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და წინასწარმეტყველის სიტყვები წაიკითხა. ასევე 14 სექტემბერს კონსტანტინე დიდის ერთ-ერთი გამარჯვების შემდეგ ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ. ამ მოვლენების აღსანიშნავად უძველესი დროიდან ბერძნულ ეკლესიაში წელიწადის ათვლა 1-ლი სექტემბრიდან იწყება.
