ალგეთის ეროვნულ პარკში საერთაშორისო სკოლა-ბანაკი გაიხსნა
ალგეთის ეროვნულ პარკში საერთაშორისო სკოლა-ბანაკი გაიხსნა, რომელიც საქართველოდან და უცხო ქვეყნებიდან, სტუდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს აერთიანებს. სეზონური სკოლის მონაწილეებმა, ალგეთის ეროვნული პარკის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ჩატარდება საერთაშორისო ლექცია-სემინარები. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, მთის მდგრადი განვითარების გამოწვევები, პრაქტიკულ გარემოში შეისწავლონ. გაეცნონ დრონის ტექნოლოგიების გამოყენებას, ჩაერთონ ლაშქრობებსა და საველე კვლევებში. სკოლა-ბანაკის ორგანიზატორი, საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობით დაცული ტერიტორიების სააგენტო და ტექნიკური უნივერსიტეტია.