ქუთაისში, აფხაზეთიდან დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ტარდება
ქუთაისში, აფხაზეთიდან დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ტარდება. აქციის ფარგლებში ბედენფიციარებს თბილისის წამყვანი კლინიკების სპეციალისტების მიერ სხვადასხვა კვლევა უტარდებათ, ასევე დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტები გადაეცემათ. გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად გაეცნო.
