რუსთავის მერი და მერობის კანდიდატი მოსახლეობას ხვდება
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რუსთავის მერი და მერობის კანდიდატი მოსახლეობას, მაჟორიტარობის კანდიდატებთან და „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის წევრებთან ერთად ხვდება. ნინო ლაცაბიძე მოქალაქეებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელ პროექტებს აცნობს.
