„ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სულხან თამაზაშვილი მხარდამჭერებს შეხვდა
მხარდამჭერებს შეხვდა, „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სულხან თამაზაშვილი. შეხვედრას რეგიონიდან სპორტის სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის მოქმედი მსოფლიო, ევროპის ჩემპიონები და ვეტერანი სპორტსმენები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის მშვიდობა და ქვეყნის განვითარება. როგორც სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში ღირსეული და კვალიფიციური კანდიდატები არიან, რომლებიც განვითარებისთვის მაქსიმუმს გააკეთებენ.
