ვერ შემდგარი მასშტაბური აქცია და ოპოზიციის მორიგი კრახი
ვერ შემდგარი მასშტაბური აქცია და ოპოზიციის მორიგი კრახი. 8 პარტია საყოველთაო მობილიზებას 3 კვირა აორგანიზებდა, რომელიც 4 ოქტომბრის რეპეტიცია უნდა ყოფილიყო. გეგმის თანახმად პროტესტი მსვლელობით უნდა დაეწყოთ და პარლამენტთან აქციით დაესრულებინათ. თავდაპირველად აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, მივიდნენ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები. შემდეგ წრე დაარტყეს თავისუფლების მოედანს და გაჩერდნენ პარლამენტთან.
