მეორე დღეა ევროკავშირისა და პოლონეთის საელჩოები დუმან და პასუხი არ გაუციათ „ქრონიკის“ შეკითხვაზე
მეორე დღეა ევროკავშირისა და პოლონეთის საელჩოები დუმან და პასუხი არ გაუციათ „ქრონიკის“ შეკითხვაზე, რა კავშირი აქვს პაველ ჰერჩინსკის, ოპოზიციონერ აქტივისტ ანანო ცინცაბაძესთან, რომელიც ზიზღისა და სიძულვილის კამპანიით გამოირჩევა. თავად ცინცაბაძე სოციალურ ქსელში ადასტურებს, რომ სიძულვილის ენას იყენებს, რითაც ამაყობას. გურიაში გამართულ ღონისძიებაზე, ევროპელი დიპლომატი ოპოზიციის აქტივისტებს შეხვდა. სწორედ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე იყო სოროსის ფონდთან დაკავშირებული, ანანო ცინცაბაძე. ის აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის ღონისძიებებში და არის „სოლიდარობის ფონდ პიელ საქართველოს“ წევრი, რომელსაც პოლონეთი აფინანსებს.
