ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა
ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა. ქართველი წყალბურთელები ბე ჯგუფში მოხვდნენ, სადაც სლოვენიას, საბერძნეთს და ხორვატიას შეხვდებიან. ჩვენი გუნდი კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეშვდედ იასპარეზებს. საქართველოს საუკეთესო შედეგი 2022 წელს ჰქონდა, როცა მეოთხედფინალში გავიდა და ტურნირი მერვე ადგილზე დაასრულა. ევროპირველობა სერბეთში 2026 წლის 10 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით გაიმართება.
