ლონდონში იმიგრაციის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო მსვლელობები გაიმართა,
ლონდონში იმიგრაციის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო მსვლელობები გაიმართა, რომელშიც 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციაზე, რომელიც მიგრანტების მოწინააღმდეგე, ანტიისლამისტი აქტივისტის, ტომი რობინსონის მიერ იყო ორგანიზებული, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებმა 20-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. აქციის მონაწილეებს ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა ილონ მასკმა, რომელმაც განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოში პარლამენტის დაშლა და მთავრობის შეცვლაა საჭირო.