გერმანიის პარლამენტმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დეპუტატს, მაქსიმილიან კრაჰს იმუნიტეტი მოუხსნა
გერმანიის პარლამენტმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დეპუტატს, მაქსიმილიან კრაჰს იმუნიტეტი მოუხსნა. სამართალდამცველებმა მისი სახლი და ოფისი გაჩხრიკეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დეპუტატი ჩინეთთან კავშირშია ეჭვმიტანილი. ის ასევე, კორუფციულ და ჯაშუშურ სკანდალებში ფიგურირებს. კრაჰი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.
