ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელი ტაილერ რობინსონი ტრანსგენდერ პარტნიორთან ერთად ცხოვრობდა
ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელი ტაილერ რობინსონი ტრანსგენდერ პარტნიორთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც მდედრობით სქესზე გადასვლის პროცესში იყო. ინფორმაციას „ნიუ იორკ პოსტი“ ავრცელებს. გამოძიების ცნობით, ფედერალურმა აგენტებმა ბრალდებულის დაკავება სწორედ ტრანსგენდერი პირის მიერ რობინსონთან გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებების და სხვა სახის კომუნიკაციების წყალობით შეძლეს. ცნობილი კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი იუტაში 10 სექტემბერს მოკლეს. მას ადგილობრივ უნივერსიტეტში აუდიტორიასთან შეხვედრისას ესროლეს.