სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს რამდენიმე ქვეყნის საიდუმლო სამსახურები აფინანსებენ, რისთვისაც 4 მილიარდი დოლარი დაიხარჯა
სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს რამდენიმე ქვეყნის საიდუმლო სამსახურები აფინანსებენ, რისთვისაც 4 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა. მისივე თქმით, უცხოური სამსახურები სერბეთში ხელისუფლების შეცვლის სცენარებს ამუშავებენ და ოპოზიციას არჩევნების ჩასაშლელად და „ქვეყნის განადგურებისთვის“ იყენებენ.
