აჭარის განათლების და სპორტის სამინისტროს მიერ, 2024-2025 სასწავლო წელს ჩატარებულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში 120 გამარჯვებული გამოვლინდა
აჭარის განათლების და სპორტის სამინისტროს მიერ, 2024-2025 სასწავლო წელს ჩატარებულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში 120 გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ დააჯილდოვა. სულხან თამაზაშვილის განცხადებით მნიშვნელოვანია რეგიონში ყველა ბავშვს ჰქონდეს ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება. აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება საგნობრივი ოლიმპიადა ექვს საგანში, ასევე, კონკურსები დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის.