შეხვედრებს განაგრძობს ქვედა სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი
შეხვედრებს განაგრძობს ქვედა სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი. მოსკოვის გამზირის მეხუთე კვარტლის მოსახლეობას, ზაქარია წიკლაური პარლამენტის დეპუტატებთან ერთად შეხვდა. როგორც აღინიშნა, უბანში მოწესრიგდა შიდა გზები, გარე განათების სისტემა და რეკრეაციული სივრცეები, თუმცა 128-ე საბავშვო ბაღსა და მე-11 კორპუსს შორის არსებულ ტერიტორიაზე დაზიანებულია ასფალტის გამო, წვიმის დროს წყალი გროვდება, ასევე დაზიანებულია მე-11 კორპუსის პარაპეტი, რაც მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, დაუყოვნებელ რეაგირებას საჭიროებს. ასევე მოქალაქეები, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვას ითხოვენ.
