ჯანდაცვისა და თავდაცვის მინისტრებმა რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს მუშაობის შედეგები მოისმინეს
ჯანდაცვისა და თავდაცვის მინისტრებმა რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს მუშაობის შედეგები მოისმინეს. მიხეილ სარჯველაძემ კლინიკის თანამშრომლებს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კლინიკა რეგიონის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი სამედიცინო ცენტრია, რომელიც მოქალაქეებს ხარისხიან და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს. ჰოსპიტალი უახლესი დიაგნოსტიკური აპარეთებითაა აღჭურვილი და მოსახლეობა სამედიცინო სერვისებით რეგიონიდან გაუსვლელად სარგებლობს. რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაცია.
