ლევან ხაბეიშვილს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
ლევან ხაბეიშვილს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, 11 სექტემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის დაპირების ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი მას ბრალი დაუმძიმდა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლი დაემატა.
