ეუთო/ოდირის აღიარება
ეუთო/ოდირის აღიარება. სადამკვირვებლო მისია, „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილი შეკითხვის პასუხად თავს არიდებს საქართველოზე საუბარს, თუმცა, ადასტურებს, რომ არჩევნების შეფასების მისიებს გზავნის კენჭსისყრის დღემდე ორი-სამი კვირით ადრე, მაშინ როდესაც საქართველოში ჩამოსვლაზე ერთი თვით ადრე უარი თქვეს. საერთაშორისო ორგანიზაციას ვკითხეთ, როგორც ახერხებს დროის იგივე მონაკვეთში ჩასვლას ჩეხეთში, სადაც არჩევნები 3 ოქტომბერსაა ჩანიშნული. როგორც მოგვწერეს, „ოდირი“ იყენებს დაკვირვების განსხვავებულ ფორმატებს. 4 ოქტომბრის არჩევნებზე დასასწრებად, საქართველოს ხელისუფლებამ, ეუთო/ოდირს წერილი 6 სექტემბერს გაუგზავნა, ოფიციალურმა პრაღამ კი 2 სექტემბერს. 9 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ დროის სიმცირის გამო, ეუთო/ოდირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაზე უარი განაცხადა. აღსანიშნავია, ისიც, რომ 2007 წელს საააკშვილის გადადგომის შემდეგ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისია მოწვევიდან სწორედ 1 თვეში ჩამოვიდა.
