ეუთოს სიცრუე
საქართველოს მთავრობის მოპატიჟებაზე ეუთო-ოდირისგან მიღებული უარი დროის სიმცირის გამო, თავად ამ ორგანიზაციის დროის იგივე მონაკვეთში მიღებულმა გადაწყვეტილებამ გააბათილა. სადამკვირვებლო ორგანიზაცია იმავე პერიოდში ჩეხეთში მიემგზავრება, სადაც არჩევნები 3 ოქტომბერსაა ჩანიშნული, ხოლო მისიამ მოწვევა 2 სექტემბერს მიიღო. საქართველოს ხელისუფლებამ კი 4 ოქტომბრის კენჭისყრაზე დასასწრებად წერილი ეუთო-ოდირს 6 სექტემბერს გაუგზავნა. ანალოგიურ პრეცედენტს ქართული საარჩევნო არქივიც ინახავს. „ქრონიკამ“ მისიას კონკრეტული კითხვით მიმართა
