ხაბეიშვილი-ზოდელავას საქმე
ე.წ. მშვიდობიანი დამხობისა და რევოლუციის შესახებ ლევან ხაბეიშვილის ავტორობით დაანონსებული ეს სიტყვათა შეთანხმება უკვე რამდენიმე თვეა საზოგადოებისთვის ცნობილია, ისევე როგორც მოწოდება სახელმწიფო ინსტიტუტებს, უფლებამოვალეობის შეუსრულებლობის სანაცვლოდ კონკრეტული მატერიალური სარგებლის დაპირების თაობაზე. ორივე შემთხვევა კანონდარღვევაა და შესაბამისი კანონმდებლობით რეგულირდება, აცხადებს პროკურატურა. არც ბრალს და არც ბრალდებებს ხაბეიშვილის თანაგუნდელები არ აღიარებენ, ისინი უკანონოდ მიიჩნევენ მურთაზ ზოდელავას დაკავებასაც, რომელსაც გამოძიება ხელის შეშლას ედავება
სიუჟეტის ავტორი: რატი მეტრეველი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
