„ჰექსოგენი“ - სკანდალური საქმე
სად მივყავართ „ჰექსოგენის“ კვალს? - სახიფათო ტვირთის აღმოჩენისა და დაკავების შემდეგ ახლა გამოძიებამ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა ამოხსნას. ვისთვის იყო ტვირთი განკუთვნილი და აქვს თუ არა მას დანიშნულების ადგილი 4 ოქტომბრის დაანონსებული რევოლუცია. არსებობს მეორე სავარაუდო განვითარებაც, საბოლოო მიზნისთვის საქართველოს სატრანზიტო საშუალებად გამოყენება. ფაქტი ერთია, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ უკრაინიდან გამოგზავნილ ასაფეთქებელს საქართველოს უსაფრთხოებისთვის თანაბარი საფრთხე აქვს. ვიდრე გამოძიება მუშაობს, საქმეში ძველი და ნაცნობი გვარები ამოტივტივდა, თანაც ისე, რომ სოციალურ ქსელში ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრების აქტიურობამ სუსის ყურადღებაც მიიქცია

სიუჟეტის ავტორი: რატი მეტრეველი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები