გამოწვევები ენერგეტიკაში და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები
გამოწვევები ენერგეტიკაში და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები - ამ მიზანს ემსახურებოდა ჰაკათონი, რომლის 60-მდე მონაწილემ, კასპის ტექნოპარკში საკუთარი ინოვაციური იდეების მიხედვით 23 პროტოტიპი შექმნა. ჰაკათონში იმ სტარტაპებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც პროტოტიპირებით, ელექტროინჟინერიით, პროგრამირებით, დიზაინით, ენერგეტიკის სფეროთი ან უბრალოდ ინოვაციური მეწარმეობით არიან დაკავებული. საუკეთესო ინოვაციური სტარტაპ იდეის და პროტოტიპის ავტორებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 10,000 ლარის ოდენობის გრანტი გადასცა. კომისიაში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და სემეკის წარმომადგენლები იყვნენ. ენერგეტიკა არ არის ერთადერთი სექტორი, რომლის თემატიკაზეც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ჰაკათონებს მართავს
