ეუთო/ოდირის ორმაგი სტანდარტი
ეუთო/ოდირის ორმაგი სტანდარტი. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ სადამკვირვებლო მისიამ ზეწოლას ვერ გაუძლო. ორგანიზაციამ საქართველოში ჩამოსვლაზე უარი დროის სიმცირის გამო განაცხადა, დროის იგივე მონაკვეთში კი ჩეხეთში მიემგზავრება, სადაც არჩევნები 3 ოქტომბერსაა ჩანიშნული და მისია ოფიციალურმა პრაღამ 2 სექტემბერს მიიწვია. საქართველოს ხელისუფლებამ კი 4 ოქტომბრის კენჭისყრაზე დასასწრებად წერილი ეუთო/ოდირს 6 სექტემბერს გაუგზავნა. მმართველი გუნდი 2007 წლის მიწურულს იხსენებს, როდესაც სააკაშვილის გადადგომის შემდეგ, მისიამ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ქვეყანაში ჩამოსვლა ერთ თვეში მოახერხა. სადამკვირვებლო მისიას წერილი მისწერა „ქრონიკამ“ როგორ ახერხებს ჩასვლას ჩეხეთში დროის იგივე მონაკვეთში. პასუხი ჯერ-ჯერობით არ მიგვიღია
