ყადაღა დაედო გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებსა და აქტივებს, რომლებიც შეძენილია ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის და შემდგომ პერიოდში
ყადაღა დაედო გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებსა და აქტივებს, რომლებიც შეძენილია ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის და შემდგომ პერიოდში. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება ბაჩიაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრებისა თუ სხვა პიროვნებების დანაშაულში ჩართულობის დადგენის მიზნით გრძელდება. გიორგი ბაჩიაშვილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზეა დამნაშავედ ცნობილი. ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი წარმოშობის წყარო, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა და განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის ლეგალიზება მოახდინა