ცეცხლის კერების გაჩენა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა - მმართველი გუნდი, „ჰექსოგენის“ საქმეს სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების სცენარის ერთ-ერთი ნაწილს უწოდებს
ცეცხლის კერების გაჩენა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა - მმართველი გუნდი, „ჰექსოგენის“ საქმეს სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების სცენარის ერთ-ერთი ნაწილს უწოდებს. ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოტანის ფაქტთან არ გამორიცხავს ოპოზიციის კავშირს, თუმცა გამოძიების შედეგებს ელოდება. საგამოძიებო უწყებები სწორედ ორ ფაქტს შორის კავშირს იკვლევენ. მთავარი კითხვაა იყო თუ არა საქართველო დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების ადგილი. საქმეზე უკრაინის ორ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა. მასალების მიხედვით, ასაფეთქებელი ნივთიერება ერთ-ერთს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს. უკრაინაში დაგეგმილი სპეცოპერაცია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაშალა
