ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა საზეიმოდ დაიხურა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა საზეიმოდ დაიხურა. წელს პროექტში 55-მდე სტუდენტი ჩაერთო. რომლებმაც სტარტაპის შენების კურსი, ანტრეპრენერების ავტორობით გაიარეს. მათ საშუალება ჰქონდათ გაეუმჯობესებინათ ინოვაციური აზროვნების, „იდეაციისა“ და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები და საწყისი ეტაპის წარმართვისთვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილება მიეღოთ. საზაფხულო სკოლა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2021 წლიდან ეწყობა