„ეროვნული ვალუტის როლი საქართველოს ეკონომიკაში“ - კონფერენცია, ლარის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა
„ეროვნული ვალუტის როლი საქართველოს ეკონომიკაში“ - კონფერენცია, ლარის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ეკონომისტებმა და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სხვადასხვა თემაზე მოხსენება წარადგინეს. ისაუბრეს ლარიზაციის გაზრდილ როლზე ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაში, ეკონომიკურ გლობალიზაციასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე. ეკონომისტის პროფესიული დღე საქართველოში 1999 წლიდან სექტემბრის ყოველ მეორე პარასკევს აღინიშნება. რაც 1918 წელს პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის „საქართველოს ეკონომისტის“ გამოსვლას უკავშირდება