დიღმის მასივში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება
დიღმის მასივში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება. მოეწყობა სპორტული და კულტურული სივრცეები. შენობაში განთავსდება საკონფერენციო სივრცე, სასწავლო აუდიტორიები, სასტუმრო ნომრები, ტრენაჟორების დარბაზი, ტენისის კორტი, მულტიფუნქციური დარბაზი, აუზი, ფარიკაობის, მხატვრული ტანვარჯიშისა და ცეკვის დარბაზი. პროექტის დეტალებს, თბილისის მერი, მოადგილესთან ერთად გაეცნო. სამუშაოებს, დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განახორციელებს
