დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „სოროსის ფონდის“ საქმიანობას აგიტაციის დაფინანსების გამო გამოიძიებს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „სოროსის ფონდის“ საქმიანობას აგიტაციის დაფინანსების გამო გამოიძიებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Fox News-ის ეთერში განაცხადა. ტრამპის თქმით, სოროსი მომიტინგეებს ფულს უხდის და გაიხსენა ვაშინგტონში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევა, როდესაც მას ერთ-ერთ რესტორანში აქტივისტები დაუპირისპირდნენ და „ჩვენი დროის ჰიტლერი“ უწოდეს
