ჩიკაგოში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში მიმდინარე რეიდისას, სამართალდამცველმა მამაკაცი მოკლა
ჩიკაგოში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში მიმდინარე რეიდისას, სამართალდამცველმა მამაკაცი მოკლა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის თანამშრომლებმა შემოწმების მიზნით ავტომობილის გაჩერება სცადეს. მძღოლმა კი დამორჩილების ნაცვლად, საჭე სამართალდამცველების მიმართულებით აიღო და დაჯახება სცადა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მძღოლი შეერთებულ შტატებში არალეგალურად იმყოფებოდა
