პირველკურსელებისა და წარჩინებული კურსდამთავრებულისთვის, საზეიმო ღონისძიება გაიმართა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში
პირველკურსელებისა და წარჩინებული კურსდამთავრებულისთვის, საზეიმო ღონისძიება გაიმართა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში. პირველსემესტრელებს სტუდენტობა მიულოცა, ხოლო პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა კურსდამთავრებულებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, საზღვაო სექტორის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კვალიფიციური კადრების მომზადებას, რისთვისაც რეგიონში აქტიურად გაგრძელდება საზღვაო განათლების მხარდაჭერა. აკადემიაში საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკული სწავლებაა დანერგილი, რაც სტუდენტების შემდგომ პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს
