დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, პროკურატურამ სკოლის ბუღალტერი დააკავა
დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, პროკურატურამ სკოლის ბუღალტერი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულს წვდომა ჰქონდა სკოლის ინტერნეტ ბანკთან და საბანკო ანგარიშიდან „ხელფასი“ და „ხელფასის ავანსი“, სხვადასხვა დროს საკუთარ ანგარიშზე 2 მილიონ 161 ათასზე მეტი ლარი გადარიცხა, რომლის ნაწილიც აზარტულ თამაშებში წააგო. დაკავებულის ქმედების შედეგად „მეექვსე საავტორო სკოლას“ დიდი ოდენობით ზიანი მიადგა
