პრემიერ-მინისტრმა ბორჯომში ახლად აშენებული პროფესიული კოლეჯიც დაათვალიერა
პრემიერ-მინისტრმა ბორჯომში ახლად აშენებული პროფესიული კოლეჯიც დაათვალიერა. მთავრობის მეთაური კოლეჯის ინფრასტრუქტურას გაეცნო და აღნიშნა, რომ პროფესიული კოლეჯი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, პროფესიული განათლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღონ.
