თბილისის მერმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დამატებით 27 ოჯახს გადასცა
მათ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დაუკანონდათ. საბურთალოს, გლდანის, ნაძალადევის, სამგორის, კრწანისის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა გადასცა. პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით უკვე 3 300-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული.
