დროა ტრამპმა დაინახოს, რომ პუტინი მას დასცინის – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა
დროა ტრამპმა დაინახოს, რომ პუტინი მას დასცინის – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლონეთში რუსულ დრონებთან დაკავშირებულ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა, რადოსლავ სიკორსკიმ იმედი გამოთქვა, რომ შტატების პრეზიდენტი მიხვდება, რომ რუსეთის პრეზიდენტთან „მეგობრული შეთანხმების“ მიღწევის მცდელობა უპერსპექტივოა და შეცვლის თავის მიდგომას. სიკორსკი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი მოსკოვს სანქციებს დაუწესებს.
